პრომოუტერ-კონსულტანტი/Honor

ზუგდიდი სრული განაკვეთი HRRA
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: სავაჭრო წარმომადგენელი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერ-კონსულტანტის პოზიციაზე ზუგდიდში, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს ტექნიკის მაღაზიებში.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, 5 დღე კვირაში 7 სამუშაო საათი + შესვენების დრო 1 საათი, მეექვსე დღე 5 სამუშაო საათი + შესვენების დრო ნახევარი საათი.
  • კონკურენტული ანაზღაურება, 1500-2000 ლარამდე. 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ანაზღაურებადი ავადმყოფობის გამო შვებულება
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • თანამშრომლობა შრომის კოდექსის შესაბამისად

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის პრეზენტაცია.
  • ბრენდის მიმართ ლოიალობის გაზრდის უზრუნველყოფა.
  • სტანდარტების დაცვით მერჩედაიზინგის და პროდუქტის განლაგების წესების დაცვა.
  • შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებული რეპორტების წარმოება.

 

მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ელექტრონიკის გაყიდვების სფეროში.
  • ქართული ენა - მშობლიური (სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა).

 

პიროვნული თვისებები:

  • გამართული კომუნიკაციისა უნარი
  • პოზიტიური დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ
  • ორგანიზებული
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • გუნდთან მუშაობის უნარი
  • პუნქტუალურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „  გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!
გაგზავნე CV