დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერ-კონსულტანტის პოზიციაზე ფოთში, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს ტექნიკის მაღაზიებში.
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, 5 დღე კვირაში 7 სამუშაო საათი + შესვენების დრო 1 საათი, მეექვსე დღე 5 სამუშაო საათი + შესვენების დრო ნახევარი საათი.
- კონკურენტული ანაზღაურება, 1500-2000 ლარამდე.
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ანაზღაურებადი ავადმყოფობის გამო შვებულება
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- თანამშრომლობა შრომის კოდექსის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის პრეზენტაცია.
- ბრენდის მიმართ ლოიალობის გაზრდის უზრუნველყოფა.
- სტანდარტების დაცვით მერჩედაიზინგის და პროდუქტის განლაგების წესების დაცვა.
- შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებული რეპორტების წარმოება.
მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება ელექტრონიკის გაყიდვების სფეროში.
- ქართული ენა - მშობლიური (სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა).
პიროვნული თვისებები:
- გამართული კომუნიკაციისა უნარი
- პოზიტიური დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ
- ორგანიზებული
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- გუნდთან მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!