უმცროსი ბუღალტერი

რუსთავი სრული განაკვეთი Caucaspack
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
შპს „კავკასფექი“ ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც 2007 წელს თბილისში ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით შეიქმნა. თავდაპირველად კომპანიის საქმიანობა მხოლოდ კვერცხის შესანახი ფირფიტების წარმოებას მოიცავდა, თუმცა, ბაზრის ტენდენციების ცვლასთან ერთად, კომპანიის წარმოება გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა.
2010 წლიდან ,,კავკასფექმა’’ საწარმო გახსნა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ რუსთავში.
დღესდღეობით კომპანია აწარმოებს როგორც კვერცხის შესაფუთ კონტეინერებს, ასევე კონტეინერებს მზა საკვებისთვის, Take Away სერვისისა და საკონდიტროებისათვის. ამჟამად ,,კავკასფექის“ მიერ წარმოებული პროდუქციის 35% ექსპორტზე გადის. ჩვენი პროდუქცია იყიდება: ესპანეთში, უკრაინაში, თურქეთში, უზბეკეთში, აშშ-ში, კანადასა და პანამაში.

ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "კავკასფექი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტერის პოზიციაზე.

პირობები:
  • ლოკაცია: რუსთავი, დავით გარეჯის ქუჩა #30
  • სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 (კვირაში 40 საათი)
  • გამოსაცდელი პერიოდი: არაუმეტეს 6 თვისა;
  • ანაზღაურება: გამოსაცელი ვადის განმავლობაში 1200-1300 ლარი; გამოსაცელი ვადის გასვლის შემდეგ 1500 ლარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების განხრით ან კურსი ბუღალტრულ აღრიცხვაში;
  • ACCA- (ჩაითვლება უპირატესობათ);
  • ბუღალტრული გატარებების თეორიული ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება
  • ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება/შესაბამისი გატარებების მიცემა
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის დროული და სწორედ შედგენა;
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით პირველადი დოკუმენტაციისა და ოპერაციების აღრიცხვა, კლასიფიკაცია და პროგრამულად დამუშავება;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების დამუშავება;
  • საგადასახადო პორტალთან RS.GE ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების სისწორის შემოწმება/დადასტურება
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება;
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი.

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • შრომისმოყვარე;
  • მოტივირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ და მეგობრულ გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას;
  • კორპორატიული სატელეფონო პაკეტს;
  • FitPass

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR@caucaspack.com და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 მაისი, 2025 წელი.

ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "კავკასპაკ"-ი თქვენი კანდიდატურის შესწავლისა და დასაქმების გადაწყვეტილების მიღების მიზნით თქვენ მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს შეისწავლის საქართველოს კანონმდებლობისა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ შპს "კავკასპაკ"-ის შესაბამის უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ შპს "კავკასპაკ"-ს.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი შპს "კავკასპაკ"-ი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!