სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ვუვლი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების ქოლცენტრი
კომპანია ვუვლი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია „ვუვლი“ მომხმარებლებს ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის ორგანიზებას სთავაზობს. კომპანია სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ნდობაზე დაფუძნებულ სტანდარტებს ქმნის ავტო მომსახურების სფეროში. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით და გთავაზობთ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სიახლეების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.linkedin.com/company/voovlyge/

პასუხისმგებლობები:
  • პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება;
  • კლიენტების მოთხოვნების შესწავლა და მათზე მორგებული გადაწყვეტილებების გაცემა;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა და კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება;
  • პროდუქციის პრეზენტაცია სატელეფონო ზარების მეშვეობით და შეკვეთების მიღება;
  • მომხმარებელთა კითხვებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება პროდუქტის შესახებ;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;

მოთხოვნები:
  • მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ ენაში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gag.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 მაისი.