Index | Wealth Management აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზეკომპანიის შესახებ: Index | Wealth Management არის 15-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე განსხვავებული ხედვითა და სტრატეგიით გამოირჩევა.სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო ოთარ ონიაშვილის 28სამუშაო გრაფიკი: 6 დღეანაზღაურება: ფიქსირებული - 1500 ლარიხელზე ასაღები საშუალო შემოსავალი - 4000-6000 ლარიგამოსაცდელი ვადა: 6 თვეძირითადი პასუხისმგებლობები:- კლიენტების დამუშავება
- გაყიდვების გეგმის შესრულება
- პროექტის პრეზენტაციის ჩატარება
- გაყიდვებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის წარმოება და მართვა
- პერიოდული ანგარიშების შედგენა შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით
- აანალიზებს მომხმარებლებთან მოლაპარაკებების დროს ფასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ასპექტებს;
- გაყიდვების პროცედურების შესაბამისად ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება
აუცილებელი უნარები:- პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი;
- გამართულად კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
ჩვენ გთავაზობთ:- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- კორპორატიულ დაზღვევას (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ);
- მეგობრულ გუნდს;
- განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@index-wm.com ან შეავსოთ განაცხადის ფორმა ჩვენს LinkedIn ის გვერდზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.გისურვებთ წარმატებას!