ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ონლაინ მაღაზია უვა-ქლაბი
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
ენები: ქართული
გაყიდვები: გაყიდვების ქოლცენტრი
ონლაინ მაღაზია უვა-ქლაბი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet)

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონის საშუალებით;
  • მომხმარებლებისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • შემოსული პრეტენზიების დაფიქსირება და მათი მოგვარების უზრუნველყოფა;
  • ლოგისტიკის განყოფილებასთან ურთიერთთანამშრომლობა;
  • პროდუქტის გაყიდვა და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
  • CRM პროგრამაში შეკვეთების დამუშავება.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი ცვალებადია, 10:00 საათიდან 17:00-მდე და 16:00 -დან 22:00 -მდე, კვირაში 6 დღე, დასვენება 1 დღე შაბათს ან კვირას.
ხელფასი: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი 1000 დან 1800 ლარამდე. ოფისი მდებარეობს ავლაბრის მეტროსთან.

დაინტერესებულმა პირებმა, რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Anabakuridzee@gmail.com

P.S. სტუდენტებს ვთავაზობთ შაბათ-კვირის მუშაობის გრაფიკს. ანაზღაურება გამომუშავებით!
გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!