გამყვანი ტურ-ოპერატორი
2xP PRIORITY PROMETHEA VOYAGES
თარიღები: 25 აპრ - 24 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1600 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული ფრანგული
ტურიზმი/გართობის სექტორი:  გამყვანი ტურ-ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: contact@promethea-voyages.com
მისამართი: თბილისი, ბესიკის ქ N4
ტურისტული კომპანია პრომეთეა ვოიაჟი აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლიენტის მოთხოვნებისა და მოლოდინების სწორად იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, 
  • ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობა და რეზერვაციების მართვა,
  • ტურის კომპონენტების ბაზის განახლებაში მონაწილეობა საქართველოსა და საზღვარგარეთ
  • რეპორტინგი
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელი ინგლისური ენის სრულყოფილად, მაღალ დონეზე ცოდნა; დამატებით რუსული და ფრანგული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად
  • ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემებში მუშაობის  უნარი ჩაითვლება უპირატესობად
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა
  • ინიციატივის ქონა
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • ანაზღაურება: ფიქსირებული  (1600 ლარიდან ზემოთ, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით ) + ბონუსი ყველა გაყიდული პროდუქტიდან
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
  • პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები, მოწვეულ ტრენერებთნ ერთად, საქართველოსა და უცხოეთში. 
  • სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და ჯანსაღი სამუშაო ატმოსფერო

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@promethea-voyages.com

ინტერვიუზე მოვიწვევთ მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად შერჩეულ აპლიკანტებს.

გისურვებთ წარმატებას!