საოპერაციო და მონიტორინგის მენეჯერი

ზუგდიდი სრული განაკვეთი Keystone Agro
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სოფლის მეურნეობა: სოფლის მეურნეობა/სასათბურე მეურნეობა
Keystone Agro-აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო და მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი)

კომპანიის შესახებ: ,,ქისთოუნ აგროს“ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს აგრობიზნესი, კერძოდ, ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება. ამ საქმიანობას საფუძველი 2021 წელს ჩაეყარა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://keystone.ge/ge/.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბაღში დაგეგმილი ყოველდღიური სამუშაო ოპერაციების აღრიცხვის უზურნველყოფა;
  • ბაღის მენეჯერის მიერ ბრიგადირებზე გაცემული დავალებების და სამუშაო ამოცანების აღრიცხვა, მონიტორინგი და დოკუმენტირება;
  • დაქირავებული მუშახელის რაოდენობის, სამუშაო გრაფიკის და სამუშაოს შესრულების მონიტორინგისა და აღრიცხვის წარმოება;
  • ბაღში არსებული დოკუმენტ ბრუნვის, ჩანაწერების წარმოებისა და არქივირების უზურნველყოფა;
  • კომპნანიაში არსებული სხვადასხვა სამეურნეო და ადმინისტრაციული შესყიდვების და ლოჯისტიკური პროცესების მხარდაჭერა;
  • არსებული საოპერაციო და სხვა ბაღის მუშაობასთან დაკავშირებული პროცესების ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
  • მოცვის შესანახი სამაცივრე მეურნებობაში სხვადასხვა საწარმოო და ბიზნეს პროცესების დანერგვის მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური/საინჟინრო ან საბუნებისმეტყველო განათლება;
  • ოპერაციების აღრიცხვისა და დოკუმენტირების გამოცდილება რომელიმე ინდუსტრიიდან როგორებიცაა, სამშენებლო ან/და ინფრასტრუქტურული პროექტები, სამრეწველო და სხვადასხვა საწარმოო დაწესებულებები, ფინანსური სექტორი.
  • უპირატესობა მიენიჭება აგრო სფეროში, საველე ან/და პლანტაციაში ( მოცვის, თხილის, ან სხვა) ანალოგიურ ან მონათესავე პოზიციაზე 2 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
  • დიდ უპირატესობად ჩაითვლება სამაცივრე ანდა მონათესავე ტიპის საწარმოებში საწარმოო ხაზებზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროცესების დანერგვის, ადმინისტრირებისა და აღრიცხვიანობის წარმოებისა და გაუმჯობესების გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამის ძალიან კარგი ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : info@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!