შპს "ელექტრიფაი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-ტექნიკოსის (მემონტაჟე) პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები და ძირითადი მოთხოვნები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
სამუშაო პირობები:
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე Info@electrify.ge-ზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთიეთ ვაკანსიის დასახელება
ფუნქცია-მოვალეობები და ძირითადი მოთხოვნები:
- მიიღოს მონაწილეობა ტექნიკური მოწყობილობების (ელექტრო დამტენი სადგურები) ხარისხიანი მონტაჟი და შემდგომი ექსპლუატაცია.;
- საჭიროებისამებრ შეაკეთოს დაზიანებული მოწყობილობები;
- განახორციელოს მოწყობილობების ხარისხის და ფუნქციონალობის კონტროლი;
- მოახდინოს მონიტორინგი ტექნიკისა და მოწყობილობების მდგომარეობის შესახებ;
- მოახდინოს მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
- მოწყობილობების უწყვეტი და გამართული მუშაობისთვის საჭირო შესყიდვების დროულად შეძენისა და მობილიზაციის ინიცირება და მარაგების კონტროლი;
- მიიღოს მონაწილეობა ქვეკონტრაქტორების შერჩევასა და პროექტის სამუშაოებში ჩართვაში.
- მიმდინარე სამუშაო პროცესების მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება, გამოვლენილი ხარვეზების დეტალური შესწავლა და რეაგირების ნაბიჯების დაგეგმვა
- დადგენილი მომსახურებისა და კომუნიკაციის სტანდარტების მიხედვით კლიენტების მომსახურება
- არსებული სადგურებზე ექსპლუატაციის სერვისის მიწოდების საჭიროებების დროული გამოვლენა, დაგეგმვა და განხორციელება მაღალი ხარისხით
- ცვლილებების ინიცირება სერვისებში, რაც გაზრდის კლიენტების კმაყოფილებას მომსახურებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო ან ტექნიკურ სფეროში (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი;
- პროფესიული, ან უმაღლესი ტექნიკური განათლება ელექტროტექნიკის, ელექტროინჟინერიის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია ენერგეტიკის ან სამრეწველო სექტორში.
- ჩაითვლება უპირატესად ელექტრო სისტემების (12/24/48/230/400 V) მოვლა-შეკეთების, დიაგნოსტიკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამოცდილება.
- ელექტრო სქემების კითხვისა და ელექტრო საზომი ხელსაწყოების გამოყენების და ანალიზის ცოდნა.
- ელექტრო უსაფრთხოების წესებისა და ნორმების ცოდნა.
- პრევენციული სარემონტო სამუშაოების ჩატარების უნარი პროცედურებისა და ჩეკლისტების მიხედვით.
- ხარვეზების დიაგნოსტიკის უნარი, ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების უნარი.
- მცირე სარემონტო სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულების უნარი.
- კომპიუტერული საბაზისო პროგრამების ცოდნა.
- ინგლისური ან რუსული ენის ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე ცოდნა.
- ავტომობილის მართვის მოწმობა.
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის, დროის გადანაწილების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სამუშაო იარაღების მოხმარების ცოდნა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო დღე (09:00-დან-18:00 საათამდე) შაბათ-კვირის გარდა.
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე Info@electrify.ge-ზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთიეთ ვაკანსიის დასახელება