პროექტების კოორდინატორი

ბათუმი სრული განაკვეთი სიტა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა
კომპანია სიტა 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და ამ სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს სამშენებლო პროცესების მართვის სრულ სერვისს: შესაფერისობის კვლევა, დიზაინ პროცესის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ფასთა ინჟინერია, ტენდერებისა და შესყიდვების მენეჯმენტი, მშენებლობის მენეჯმენტი.

კომპანიის პორტფოლიო მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისა და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტებს, მათ შორისაა: Rotana, Radisson Blu, Wyndham, Holiday Inn, Marriott, Ibis და სხვა.

კომპანია სიტა ეძებს მოტივირებულ და ორგანიზებულ პროექტების კოორდინატორს, რომელიც იქნება მხარდაჭერილი კომპანიის პროექტების მენეჯერების მიერ და მონაწილეობას მიიღებს სამშენებლო პროექტების დაგეგმვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის პროცესებში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • პროექტების მენეჯერის მხარდაჭერა მიმდინარე დავალებებში;
  • შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების ოქმების შედგენა;
  • კომუნიკაცია კლიენტებთან, კონსულტანტებთან და მომწოდებლებთან;
  • დოკუმენტაციის მართვა, განახლებები და გადანაწილება შესაბამის მხარეებთან;
  • პროექტის გრაფიკისა და სტატუსის მონიტორინგი;
  • ადმინისტრაციული და საორგანიზაციო მხარდაჭერა პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია არქიტექტურა, საინჟინრო ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში);
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სამშენებლო ან დეველოპერულ კომპანიაში ჩაითვლება უპირატესობად)
  • საოფისე პროგრამების (MS Office, Excel, Word, Outlook) ცოდნა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა . (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად)

რას გთავაზობთ:
  • საინტერესო და დინამიური სამუშაო გარემო მაღალი კლასის პროექტებზე;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • მეგობრული და პროფესიონალი გუნდი
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sita.ge
ტელ: +995558223344

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: „პროექტების კოორდინატორი “