კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
თარიღები: 24 აპრ - 23 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი, ქალაქში - თბილისი,

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო ადგილი:სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1 სთ. შესვენება)
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
შრომის ანაზღაურება:პოზიციის დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი

პოზიციის დასახელება:
აშენება და შენარჩუნება სტრატეგიული პარტნიორობის მართოს პარტნიორი შემოსავალი. ძირითადი პასუხისმგებლობები მოიცავს პარტნიორების იდენტიფიცირებას, მოლაპარაკებების გარიგებებს და ურთიერთობების მართვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბაზრის მუდმივი კვლევა, ახალი შესაძლებლობების ინდენტიფიცირება, ინდუსტრიის ტენდენციების და კონკურენტების მუდმივი ანალიზი.
  • ახალ ბიზნესს ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.
  • სტრატეგიულ დაგეგმარებაში მონაწილეობა.
  • პარტნიორობის განვითრების ხელშეწყობა და მათი ყველა საჭიროებების დაკმაყოფილება.
  • კომპანიის მენეჯმენტის მხზრდაჭშერა კლიენტების პორტფელების მართვაში და კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნებაში.კლიენტების ბაზის მუდმივი მონიტორინგი და განახლება CRM პროგრამაში.
  • კლიენტებთან დაკავშირებული საკითხების/პრობლემების მოგვარება და მათ კითხვებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მათი შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება. პარტნიორების/კლიენტების მოწვევა სხვადასხვა ღონისძიებაზე.
  • საჭირებისამებრ პრზენტაციების/კომერციული შეთავაზებების მომზადება/წარდგენა.
  • ტენდერებისთვის თვალყურის დევნება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და მათში მონაწილეობის მიღება.
  • მიმდინარე პროექტების სამუშაო გეგმისა და გრაფიკის თვალყურის დევნება და სიახლეების CRM პროგრამაში რეგისტრაცია. განახლებების კოლეგებისთვის მიწოდება და პროექტის დახურვამდე შიდა ჯგუფებთან თანამშრომლობა (ტექნიკური დეპარტამენტი, ბუღალტერია). შეკვეთილი პროდუქციის გადაადგილება/ჩამოსვლის კონტროლი დადგენილ ვადებში.
  • მოთხოვნის შესაბამისად, სათაო ოფისის ბაზების განახლება გაყიდვებთან/კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით.
  • გაყიდვებთან/კომერციასთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლება.
  • გაყიდვებთან დაკავშირებული საბუთების გაგზავნა/მიღების კონტროლი;
  • B2B პარტნიორებთან ურთიერთობის საპროტოკოლო მხარდაჭერა (შეხვედრების ორგანიზება-მომზადება, ლოგისტიკის კოორდინაცია, დღის წესრიგების მომზადება და ა.შ.).
  • კორპორატიული და კომპანიის პროდუქციასთან დაკავშირებული ღონისძიებების, პრეზეტნაციების, კონფერენციების და სემინარების ორგანიზებაში მონაწილეობა.
  • კომპანიის მენეჯმენტის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, დამატებითი ფუნქციების შესრულება.

რას ვითხოვთ:
  • 3 წლიანი გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობის, B2B მომხმარებელთა მხარდაჭერის, ტექნიკური მხარდაჭერის როლში;
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ძლიერი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • SLAs-თან, KPI-ებთან და დამხმარე მეტრიკებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • ანალიტიკური უნარი;
  • MS Office, CRM, Agile Software.

რას გთავაზობთ:
  • კონკურენრული ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fit pass ბარათს:
  • სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) ხარჯების ანაზღაურებას;
  • ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავება

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/OWeEHVe