მაღაზიის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ატელიე აუთლეტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა  საქართველოში, რომელიც 
მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს სთავაზობს. 
"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike... 
ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში 
 
სამუშო ადგილი: ქ.ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული 
დასვენება: კვირაში 2 დღე 
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი 
 
მოვალეობები: 
  • მაღაზიის გამართულად და შეუფერხებლად  მუშაობის უზრუნველყოფა 
  • დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, ახალი დავალებების მიცემა და შესრულებული დავალებების მონიტორინგი, სიახლეების, აქციების  და სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 
  • დარბაზიდან საწყობში ჩასატანი ნივთების (დაზიანებულები ) კონტროლი და შეფასება 
  • საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანის და განლაგების (სექციის, კატეგორიის და ზომების მიხედვით) კონტროლი 
  • ერთიდაიგივე პროდუქციაზე სხვადასხვა ფასის კონტროლი და ცენტრალურ საწყობთან აქტიური კომუნიკაცია პრობლემის აღმოსაფხვრელად 
  • სისუფთავის კონტროლი დარბაზში და გასახდელებში. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი  განათლება 
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება 
  • გუნდის მართვის უნარი 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • კომუნიკაციის უნარი 
 
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება „გენერალური მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.