ადმინისტრატორი

ბათუმი სრული განაკვეთი ატელიე აუთლეტი
მივლინება: არა ხელფასი: 1200 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობს. "ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
სამუშო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: ფიქსი 1200 ლარი + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:
  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

მოვალეობები:
  • პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
  • მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
  • კოლექციის განახლების პროცესში ჩართულობა;
  • დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
  • დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
  • დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა;
  • დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლიდერის უნარ-ჩვევები;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • კლიენტზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა;
  • აქტიურობა, სისხარტე;
  • ორგანიზებულობა;
  • აკურატულობა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება „ადმინისტრატორი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.