"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობს. "ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში.სამუშო ადგილი: ქ. ბათუმისამუშაო გრაფიკი: სრულიდასვენება: კვირაში 2 დღეანაზღაურება: ფიქსი 1200 ლარი + ბონუსიჩვენ გთავაზობთ:- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
მოვალეობები:- პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
- მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
- კოლექციის განახლების პროცესში ჩართულობა;
- დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
- დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
- დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება;
- ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.
მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება;
- საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა;
- დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ლიდერის უნარ-ჩვევები;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- კლიენტზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა;
- აქტიურობა, სისხარტე;
- ორგანიზებულობა;
- აკურატულობა.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება „ადმინისტრატორი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.