ელექტრიკოსი

რუსთავი სრული განაკვეთი რუსთავის ფოლადი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
ენერგეტიკა: ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
შპს "რუსთავის ფოლადი", რომელიც 1948 წელს დაარსებული რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე შექმნა 2011 წელს და დღეისათვის აწარმოებს მრავალი სახის პროდუქტს: ფიტინგები, უჟანგავი მილები, კვადრატული ნაწარმი, რკინის ჩამოსხმა, ლითონის კონსტრუქციები და ა.შ. აცხადებს ვაკანსიას ,,ელექტრიკოსის“ პოზიციაზე, ქალაქ რუსთავში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ადმინისტრაციულ შენობის მუდმივად მოვლა პატრონობა და ყველა არსებული ხაზის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში პრობლემის დროულად აღმოფხვრა.
  • ძაბვის არსებობის შემოწმება სათანადო ხელსაწყოების საშუალებით;
  • მუდმივი და ცვლადი ძაბვის ელ. ძრავებში, მათი დათვალიერება-რემონტი;ძალოვანი და ოპერატიული წრედის კონტაქტების რეგულირება;
  • ელ. კაბელების, გაყვანილობის და მოწყობილობის დატვირთვის ნორმების კონტროლი;
  • მოწყობილობების და ელ. ძრავების დაზიანების ხარისხის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში მათი დემონტაჟი და მონტაჟი;
  • ავარიის შემთხვევაში დაუყოვნებლივი რეაგირება;თანამდებობრივი, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ინსტრუქციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმალური განათლება: საშუალო ან საშუალო პროფესიული;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

სამუშაო განრიგი:
  • სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე, შაბათ კვირა დასვენება.
  • სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00-მდე.

შეღავათები:
  • კორპორატიული დაზღვევა; 
  • კვება.

პიროვნული თვისებები:
  • დისციპლინირებული;
  • შრომისმოყვარე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@rustavisteel.ge ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონზე: +995 577 177 900. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.