ფრანგულ - კორეული კოსმეტიკური ბრენდი „ერბორიანი“ აცხადებს ვაკანსიას „სილამაზის კონსულტანტის“ პოზიციაზე „გალერეა თბილისში“.
“Erborian”-ი კანის მოვლის საერთაშორისო პრემიუმ ბრენდია, რომელიც „L’Occitane Group“ -ის ნაწილია. ავანგარდული ბრენდის ისტორია 2007 წელს დაიწყო და აერთიანებს კორეული ტრადიციის თავის მოვლის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებასა და ფრანგულ ტექნოლოგიებს. ბრენდი ქმნის კანის მოვლის ინოვაციურ მიდგომებს. მსოფლიოში განთქმული და არაერთი ჯილდოს მფლობელია „ერბორიანის“ BB (Erborian BB cream) და СС (Erborian CC cream) კრემები. ბრენდის პროდუქციის შემადგენლობა შთაგონებულია იმ მცენარეებით, ბალახებითა და ხილის ექსტრაქტით, რომლებსაც კორეულ ფარმაკოპეაში ქალები კანის მოვლისა და გაჯანსაღების მიზნით საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ.
თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება;
- სხვადასხვა სამოტივაციო და საბონუსე სქემა;
- „ვაკის საცურაო აუზის“ აბონიმენტი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი და ბალანსი.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 2/4 (გალერია თბილისი);
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება 1000 – 1300 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში: 10:00 – 18:00 სთ ან 14:00 – 22:00 სთ,, კვირაში 5 სამუშაო დღე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
- სამუშაოს შესრულება ბრენდის სტრატეგიისა და სტანდარტების გათვალისწინებით;
- მაღაზიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში, კამპანიებში მონაწილეობა;
- პროდუქციის თაროებზე განლაგება სტანდარტების მიხედვით და მუდმივი მონიტორინგი;
- სალარო ოპერაციების შესრულება და შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- სასურველია დამატებით რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული უნარები და მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პროდუქციის პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
- პრეზენტაბელური და ორგანიზებული;
- მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@luxart.ge 2025 წლის 20 მაისის ჩათვლით და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სილამაზის კონსულტანტი”.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
„ლუქსარტი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.