სოციალური მედიის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსის კლინიკა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 27 ბ
სამუშაო გრაფიკი : სრული (ჰიბრიდული)

ძირითადი მოვალეობები:
  • ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა ბრენდის ცნობადობისა და მომხმარებლების ჩართულობის გასაუმჯობესებლად;
  • სოც. მედია სტრატეგიის შემუშავება და მართვა შემდეგი პლატფორმებისთვის: Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok და სხვა;
  • კონტენტის შექმნა და მართვა (კოლაბორაცია დიზაინერებთან, ქოფირაითინგი, ფოტო და ვიდეო-მასალებზე მუშაობა/მომზადება/განთავსება...);
  • მარკეტინგული მიზნების შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება სოც. მედია პლატფორმებზე;
  • კონტენტის ეფექტურობის მონიტორინგი, შეფასება, სოც. მედიის ძირითადი მეტრიკების გააანალიზება.
  • სტატისტიკების, რეპორტებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ყოველი თვის ბოლოს
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერებთან ერთად სოც. ქსელებში კომუნიკაციის დახვეწა/განვითარებაზე მუშაობა, საკომუნიკაციო შაბლონების შექმნა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • პუნქტუალურობა;
  • კრეატიულობა;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge . ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:
სოციალური მედიის სპეციალისტი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 02/05/2025

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს „ავერსის კლინიკა“ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს “ავერსის კლინიკამ” შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს “სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს” mladvisoryteam@gmail.com; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გისურვებთ წარმატებას!
https://www.aversiclinic.ge/