საგზაო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მეგზევე-ინჟინრის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- გზების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება;
- სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების სათანადო ხარისხთან და საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და კონტროლი;
- სამშენებლო ობიექტებზე დარღვევებისა და ხარვეზების დროული გამოვლენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამოვლენილ დარღვევებზე/ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირება.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი საინჟინრო განათლება (საგზაო მიმართულებით);
- ინფრასტრუქტურული მიმართულებით (გზები, ხელოვნური ნაგებობები) ინჟინრად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
- ინჟინერს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა, სასურველია ჰყავდეს ავტომობილი (მანქანის ექსპლუატაციის და საწვავის ხარჯები ანაზღაურდება კომპანიის მიერ);
- ფლობდეს კომპიუტერულ ძირითად და საინჟინრო სპეციალურ პროგრამებს;
- სასურველია ენების ცოდნა
ხელფასი და გრაფიკი:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;
- ანაზღაურება: ფიქსირებული ნაწილი 3000 – 4000 ლარამდე გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: Kvaracxelia01@gmail.com
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ტელ: +995599045881
გისურვებთ წარმატებებს!