ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე

მივლინება: არა ხელფასი: 7300
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საჯარო სამსახური: საჯარო სამსახური (ზოგადი)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანსიაზე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე.

ორგანიზაციის შესახებ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო.

ანაზღაურება - 7 300.00 ლარი.

ვაკანსიის ტიპი - საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობა.
სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი.
კონკურსის ეტაპები: პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.
კონკურსის გააქტიურების თარიღი: 23/04/2025წ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 02/05/2025წ.

ვაკანტური თანამდებობის ფუნქციები;
  • სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სააგენტოს უფროსის დავალების შესაბამისად, ასრულებს სააგენტოს უფროსის მოვალეობას, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
  • სააგენტოს უფროსის დავალების სფუძველზე, კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სააგენტოს შესაბამისი საკურატორო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
  • აკონტროლებს სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას;
  • ახორციელებს თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სააგენტოს უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
  • ასრულებს სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს მომზადებულ დოკუმენტებს;
  • სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად განიხილება კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის,
  • ხელშეკრულებების ფარგლებში კონტრაჰენტთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგისა და საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე/დოკუმენტებზე მუშაობის არანაკლეb 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა „B2“ ან „C1“ დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office, Outlook, Microsoft Office PowerPoint ცოდნა კარგად.

ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ “;
  • „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება;
  • „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით დამტკიცებული წესი;
  • „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-78 დადგენილებით დამტკიცებული წესი;
  • „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებით დამტკიცებული წესი;
  • „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსი ცხადდება სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატურის შერჩევისა და დასაქმების მიზნით.
კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადა.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის მეილზე (g.aphtsiauri@tbilisi.gov.ge) უნდა ატვირთოს:
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა;

საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).

კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას,

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად, კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება.

კონკურსის მეორე ეტაპი ტარდება გასაუბრების ფორმით. კანდიდატები საკონკურსო კომისიის წინაშე წარსდგებიან ინდივიდუალურად. საკონკურსო კომისია უშუალოდ ეცნობა კანდიდატს, აზუსტებს მასთან სააპლიკაციო ფორმაში მოწოდებულ ინფორმაციას. კანდიდატი პასუხობს კომისიის წევრთა შეკითხვებს, საკონკურსო პროგრამის ფარგლებში.

საკონტაქტო ტელეფონები:+995 577991949 (ქეთევან მშვიდობაძე); +995 568877800 (გულიკო აფციაური).

სააგენტოს მისამართი:ქალაქი თბილისი , ჟ. შარტავას ქუჩა N6 (ქალაქ თბილისის მუიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა (მე-5 სართული).