ელექტრო სკუტერების გაქირავების კომპანია Anellya აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ელექტრიკოსის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი : ქ.თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის #15ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- ელექტრო სკუტერების შეკეთება და მოვლა
- სერვის ცენტრში ელექტრო სკუტერების გეგმური და არაგეგმიური მოვლა-პატრონობა
- ბეჭდური მიკროსქემის დაფების, სქემების, დისპლეების, ბორტ კომპიუტერების, კონტროლერების, ბატარეის შეკეთება, ბორბლების ძრავების დიაგნოსტიკა და შეკეთება
- ელექტრონული კომპონენტების შედუღება
მოთხოვნები:- ელექტრონული დაფებისა და კომპონენტების სტრუქტურისა და მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა
- ელექტრონიკის დიაგნოსტიკისა და შეკეთების გამოცდილება (SMD კომპონენტების შედუღება, მულტიმეტრის და სხვა ხელსაწყოების საიმედო გამოყენება)
- სასურველია Li-ion ბატარეებთან მუშაობის გამოცდილება (Li-ion 18650) და კონტაქტური შედუღების უნარები
- რუსული ენის ცოდნა
სამუშაო პირობები:- გრაფიკი - 6/1, 09:00-დან 18:00 საათამდე
- ტრანსფერის, კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე.
- სრული მხარდაჭერა მუშაობის ყველა ეტაპზე მენეჯერებისა და გამოცდილი კოლეგებისგან.
- ანაზღაურება - 2000 ₾,ხელფასების სტაბილური გადახდა თვეში ორჯერ შეფერხების გარეშე.
გსურს სტაბილური სამსახური მზარდ კომპანიაში?გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.scooter3@gmail.com და გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.