„ფინჰაბ ჯორჯია“ წარმოადგენს უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 5 ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში, რუმინეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და საქართველოში.
კომპანია ახორციელებს ფინანსური მოთხოვნების შესყიდვას საქართველოს ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის კომპანიებისაგან და დავალიანების მქონე პირებს სთავაზობს მხარდაჭერას მათი ფინანსური პრობლემის ოპტიმალურად მოგვარებაში. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც მომხმარებლებთან აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სთავაზობენ დავალიანების დაფარვას მათ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით.
ჩვენ ვთვლით, რომ თანამშრომლები ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია - ერთად ვსწავლობთ, ვმოქმედებთ და ვვითარდებით.
„ფინჰაბ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას
პრობლემური აქტივების მართვის კოორდინატორი პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათამდე
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი. (საშუალო ჯამური ანაზღაურება 2000 ლარი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
- დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია, მათთვის მორიგების პირობების და სასურველი გადახდის გრაფიკის შეთავაზება;
- პრობლემურ მსესხებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და ვიზიტებზე სიარული;
- მსესხებლებთან (დებიტორებთან) ვალდებულების რესტრუქტურიზაციის შეთანხმება და გადახდების კონტროლი;
- ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის (რეპორტების) წარდგენა.
საჭირო უნარები:
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კონფლიქტის მართვის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.