DUE აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც:- იაზრებს კომპანიის ხედვას და ესთეტიკას
- არ უშინდება ახალ გამოწვევებს
- არის დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული
- აქვს ეფექტური კომუნიკაციის და გუნდთან მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:- მეგობრულ გარემოს და პროფესიულ ზრდას
- საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე
ძირითადი მოვალეობები:- დიზაინ-პროექტის კონცეფციის დამუშავება ესკიზების და მუდბორდების სახით
- ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის შექმნა
- ინტერიერის დეტალური ტექნიკური ნახაზების მომზადება
- შესრულებულ პროექტებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში ზედამხედველობა
- სარემონტო გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
- დიზაინ-პროექტის სრულფასოვანი დოკუმენტაციის შექმნა
- მიმდინარე პროექტების ვადების მკაცრი კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით
- ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- სავალდებულო პროგრამების ცოდნა - Autodesk 3ds max (Corona) AchiCAD, Adobe Photoshop
- ინტერიერთან დაკავშირებული ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების ცოდნა
- დროის მენეჯმენტი
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
სამუშაო საათები:ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00შესვენება 1 საათილოკაცია: უნივერსიტეტის ქუჩა 17აანაზღაურება ინდივიდუალურად მოერგება თითოეული აპლიკანტის გამოცდილებას.თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონული ფოსტის მისამართზე - Careers@duedesign.geაუცილებელია მოგვწეროთ თუ რატომ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თქვენთვის სასურველი ანაზღაურება.წარმატებებს გისურვებთ!