გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი აკვალაინი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური
TOP მენეჯმენტი: გაყიდვების დირექტორი

კომპანია “აკვალაინი” 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. პროფესიონალი თანამშრომლებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებით, კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საცურაო აუზებისა და SPA ზონების პროექტირება/მოწყობას; დანადგარების, აქსესუარების, მოსაპირკეთებელი მასალების, ქიმიკატების იმპორტსა და რეალიზაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://aqualine.ge/

კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე

ფუნქცია მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება: მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების განსაზღვრა, გაყიდვების არხების განვითარება და ბაზრის ტენდეციების ანალიზი;
  • გაყიდვების პოლიტიკისა და პროცესების სტანდარტიზაცია: გაყიდვების პროცესების ფორმალიზება, ერთიანი სტანდარტების ჩამოყალიბება და შესრულების მონიტორინგი;
  • გაყიდვების მონაცემების რეგულარული ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე სტრატეგიული რეკომენდაციების მომზადება, გაყიდვების ეფექტურობის გაუმჯობესებისა და მიზნებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით;
  • ასორტიმეტის განსაზღვრაში აქტიური ჩართულობა;
  • ახალი ბიზნეს შესაძლებლობების ძიება და განვითარება;
  • გაყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების მონიტორინგი;
  • მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა;
  • გაყიდვების გუნდისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა, მოტივაცია და შედეგების რეგულარული მონიტორინგი/შეფასება;
  • გაყიდვების გუნდის პროფესიული განვითარების გეგმების მომზადება;
  • KPI-ს და სხვა მაჩვენებლების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შემუშავება;
  • მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან;
  • გაყიდვების შედეგების დეტალური ანგარიშგება მენეჯმენტისთვის;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • ინგლისური ენის პროფესიონალურ დონეზე ფლობა;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;
 
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი;
  • კორპორატიული ნომერი და სასაუბრო ლიმიტი;
  • თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის გადახდა;
  • კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღით (DayOff) სარგებლობის შესაძლებლობა;
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი;

სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული/სტანდარტული 10:00 - 19:00, კვირაში 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 საათისა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@aqualine.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეს გაგზავნით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ შპს აკვალაინის მიერ ჩემი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს ჩემი პერსონალური ინფორმაციის (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია) დამუშავება, შენახვა და მესამე პირთათვის გადაცემა. თანხმობა ეხება შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს (პირადი ნომერი, სერია და სხვა), მისამართს, განათლებას, სამუშაო ადგილს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ბიოგრაფიას, სარეკომენდაციო წერილებს, ფოტოსურათს, აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. თანახმა ვარ, შპს აკვალაინის მიერ ჩემი პერსონალური ინფორმაცია ინახებოდეს 1 (ერთი) წლის ვადით ზევით მითითებული მიზნიდან გამომდინარე. ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი ვთქვა ჩემს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოვითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: hr@aqualine.ge ვადასტურებ აღნიშნულ ანკეტაში ჩემს მიერ მითითებული პერსონალური მონაცემების სისწორეს.