სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდული პროდუქციის გატარება
- პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
- მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 და 16:00-23:00
- დასვენება: კვირაში 1 დღე
- ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 1000 ლარს, ხოლო შემდგომ - 1050 ლარს.
- აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2-3 დღე.
- 3 (სამი) თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია
მოთხოვნები:
- აუცილებელია გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე.
- სასურველია Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Hr@tursa.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე (თბილისი)".
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.