საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი / მრეცხავი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
დასუფთავება: დამლაგებელი
ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი/ მრეცხავი

პოზიცია: საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი/ მრეცხავი 
დამსაქმებელი:  საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
განაკვეთი: სრული 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: 
  • საბაგირო გზის მუშაობის დაწყებამდე  საბაგირო გონდოლების, ჩასასხდომ - გადმოსასხდომი ბაქნების გარეცხვასა და მათ ესთეტიურ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა ცვლის განმავლობაში; 
  • ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ან/და დასრულების შემდგომ დალაგება/დასუფთავების სამუშაოების განხორციელება; სარემონტო და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების წარმოების პროცესში დახმარება; 
  • პასუხისმგებელია მის მოხმარებაში არსებულ სამსახურის ძირითად საშუალებებსა და მატერიალურ - ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში; 
  • მრეცხავს მოეთხოვება შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოების წესების, საწარმოო სანიტარულ - ჰიგიენური ნორმებისა და მოთხოვნების დაცვა. 

ძირითადი მოთხოვნები: 
  • ტექნიკური განათლება 
  • სასურველია ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ქართული ენის ცოდნა;  
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა; 

პიროვნული თვისებები: 
  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
  • კომუნიკაციის კარგი უნარი. 
  •  გუნდური მუშაობის უნარი.  
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2025 წლის 09 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!