შემოსავლების აუდიტი/მთავარი მოლარე

ბათუმი სრული განაკვეთი ლაიქ ჰაუსი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი, მოლარე (ბუღალტერია)
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (likehouse.ge), აცხადებს ვაკანსიას 800 ნომრიანი აპარტჰოტელის ფინანსურ დეპარტამენტში, შემოსავლების აუდიტის/მთავარი მოლარის პოზიციაზე .

მოვალეობები:
  • საოპერაციო სისტემაში ასახურლი შემოსავლების ყოველდღიური შედარება საბუღალტრო პროგრამასთან, მათი სისწორის უზრუნველყოფა, ინფორმაციის სწორად გადატანის მონიტორინგი და საოპერაციო შემოსავლების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • მართვის ხელშეკრულების საფუძველზე აპარტამენტების ყოველთვიური საექსპლუატაციო მომსახურების ფაილის გადამოწმება, მზა ფაილის ატვირთვა სასტუმროს პროგრამაში და საბუღალტრო პროგრამაში;
  • შემოსავლების ტრანზაქციების აუდიტი, როგორიც არის გაყიდვები, ჯავშნები, მომსახურების საფასური.
  • ყველა ტრანზაქციის სიზუსტის შემოწმება, არის თუ არა სწორად და კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად აღრიცხული.
  • ნულოვანი ჯავშნებისა და მეპატრონის ჯავშნების საოპერაციო და საბუღალტრო სისტემაში სისტემებში აღრიცხვის მონიტორინგი.
  • საოპერაციო პროგრამაში ყოველდღიურად აღრიცხული შემოსავლების / გადახდების შედარება რეალურად მიღებულ თანხებთან.
  • უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გასწორების პროცედურის მონიტორინგი და რეპორტინგის წარმოება.
  • ღამის აუდიტის ჩატარების შემდეგ მისი გადამოწმება და კონტროლი, შეუსაბამოების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გასეორების და რეპორტინგის წარმოება.
  • აღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდეგ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელ პირთან.
  • კომპანიის მიერ სხვადასხვა სერვისებსა თუ მომსახურეობაზე განსაზღვრული ფასების შედარება საოპერაციო პროგრამაში არსებულ დარიცხვებსა თუ მომსახურეობებზე. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გასწორების და რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელ პირთან შეთანხმებით.
  • ყოველდღიურად სალაროს ოპერაციების შემოწმება, მოლარეების მიერ მიღებული თანხების გადამოწმება, საბუთების წარმოება და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის კონტროლი და შედარება საბუღალტრო პროგრამაში არსებულ ნაშთთან;
  • ყველა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის პერიოდული შერჩევითი ინვენტარიზაცია.
  • ყოველთვიური ინვენტარიზაციისა და თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 20 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@likehouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: შემოსავლების აუდიტი/მთავარი მოლარე.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@likehouse.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.
გისურვებთ წარმატებას!