ხარჯებისა და მარაგების ბუღალტერი

ბათუმი სრული განაკვეთი ლაიქ ჰაუსი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ - აღმრიცხველი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (likehouse.ge),  აცხადებს ვაკანსიას  800 ნომრიანი  აპარტჰოტელის ფინანსურ დეპარტამენტში, ხარჯებისა და მარაგების ბუღალტრის  პოზიციაზე .   

მოვალეობები: 
  • მიღებული ანგარიშ-ფაქტურების, ინვოისების, ხელშეკრულებების და მასთან გათანაბრებული საბუთების საფუძველზე პროგრამაში ბუღალტრული ოპერაციების შესრულება, საბუთების ფიზიკური და ელექტორნული ფორმით დაარქივება; 
  • ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების ოპერაციების წარმოება;  
  • სხვადასხვა დეპარტამენტის მენეჯერების მიერ კონტრაქორების დავალიანების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საბუღალტრო პროგრამაში არსებულ მონაცემებთან შედარება/შემოწმება და გადასარიცხად მომზადება; 
  • ადამიანური რესურდების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული დაქირავებული პირების საბუთების საფუძველზე პროგრამაში ფიზიკური პირების ბაზაში საიდენთიფიკაციო მონაცემების დამატება;  
  • მომსახურების ხელშეკრულების საფუძლებლზე წარმოქმნილი დავალიანებების და საბუთების წარმოება და დაარქივება. 
  • მივლინების ხარჯების დაანგარიშება, ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მიღებული საბუთების დაარქივება;  
  • ანგარიშ-ვალდებული პირების მიერ მოწოდებული საბუთების საფუძველზე ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მიღებული საბუთების დაარქივება;  
  • მომწოდებლებთან პერიოდული შედარების აქტის გაფორმება და დაარქივება;  
  • შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერზე სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა;  
  • შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდიდან მარაგებზე მიღებული ზედნადებების საბუღალტრო პროგრამაში ჩამოტვირთვა;  
  • მიღებული საბუთების საფუძველზე მარაგების და ძირითადი საშუალებების მიღების, საწყობებზე გადანაწილების, ჩამოწერის და სხვა დაკავშირებული ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და საბუთების დაარქივება; საჭიროების შემთხვევაში ფასების შედარების რეპორტის მომზადება.  
  • მარაგების და ძირითადი საშუალებების ნაწილში შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდზე მიღებული ზედნადებების ყოველდღიური შედარება საბუღალტრო პროგრამაში არსებულ ინფორმაციასთან. 
  • მარაგების და ძირითადი საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაცია, ტექნიკური  და სამეურნო საწყობის მარაგების პერიოდული შერჩევითი ინვენტარიზაცია;  
  • ყოველი წლის ბოლოს(15-25 დეკემებრის შუალედში) ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია;  
  • ყოველთვიური ინვენტარიზაციისა და თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში. 

მოთხოვნები: 
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინა და ორგანიზებულობა;  
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე  2025 წლის 20 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@likehouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ხარჯების და მარაგების ბუღალტერი.  
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე.  hr@likehouse.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე. 
გისურვებთ წარმატებას!