საწყობის თანამშრომელი/სეზონური

ბათუმი სრული განაკვეთი ATU Duty Free
ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
დუტი ფრი აცხადებს ვაკანსიას სეზონური საწყობის თანამშრომელის პოზიციაზე
მდებარეობა: ბათუმის  საერთაშორისო აეროპორტი  
 
2000 წელს დაარსებული ATU Duty Free არის  შვილობილი კომპანია TAV აეროპორტების ჰოლდინგსა და Unifree Duty Free & Gebr– ს შორის. ATU გაფართოვდა და გახდა წარმატებული საერთაშორისო უბაჟო ოპერატორთა ქსელი  მსოფლიოში 
ჩვენი მისიაა მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების ხარისხი და თანამშრომლების კმაყოფილება ჩვენი ძლიერი ინფრასტრუქტურით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით , რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. 
 
ჩვენი ხედვაა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია დაუბეგრავი და სამოგზაურო გაყიდვების სექტორში  მთელს მსოფლიოში  მაღალკვალიფიცირებული პერსონალით, პროდუქციის მრავალფეროვნებით და მომსახურეობით. 
ჩვენი მაღაზიები განთავსებულია თბილისის ,  ბათუმის  და  ქუთაისის  საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრების ზონაში, ATU Duty Free წარმოდგენილია   წამყვანი საერთაშორისო ბრენდების სახით , როგორიც არის   შანელი, დიორი , ჩივასი  ასევე  ქართული მრავალფეროვანი   ასორტიმენტით , ქართული ღვინო ,სუვენირები და ა.შ 
 
ფუნქციები და მოვალეობები: 
  • აწარმოოს პროდუქციის შეკვეთების მიღება  
  • აწარმოოს პროდუქციის გადმოტვირთვა მიღება დასაწყობება , მარკირება 
  • აწარმოოს მაღაზიების მომარაგება   
  • უზრუნველყოს პროდუქციის ხარისხის სტანდარტისა და შენახვის ნორმების დაცვა  
  • აწარმოოს საწყობის ინვეტარიზაცია  
 
უნარ- ჩვევები:
  • შრომისმოყვარე და ენერგიული 
  • თავაზიანი  
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • დასაქმების პერიოდი  5 თვე  
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა  

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზეgeorgia.cv@atu.com.tr