AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე. დასვენების დღეების შეთანხმება შესაძლებელია უშუალო ხელმძღვანელთან;
- სამუშაო საათები: 08:00-17:00
- ანაზღაურება: 725 ლარი ხელზე ასაღები, ასევე ყოველთვიური ბონუსი (150-200 ლარი), ხოლო ყოველ მესამე თვეს დამატებითი ბონუსი - 370 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლების კონსულტაცია პარკირების ტარიფების შესახებ;
- პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
- პროგრამაში სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი მონაცემებისა და რეკვიზიტების ასახვა;
- უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში სასურველია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე:
hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +99591959910 ლალი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან