გრაფიკული დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი აგრო კომპანია ბარაქა
მივლინება: არა
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
შპს "ბარაქა" არის კომპანია, რომელიც ზრუნავს აგრარული სფეროს განვითარებაზე თავისი პროფესიონალთა გუნდით და უზრუნველყოფს ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას. დღეის მდგომარეობით კომპანია „ბარაქა“ ფლობს 10 ქსელურ აგრომაღაზიასა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში. გვიხილეთ: Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A ვებ-გვერდზე - http://www.baraka.ge

ვეძებთ ახალ თანამშრომლებს შპს „ბარაქა“-ში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება;
  • ვებბანერების დიზაინი;
  • სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების შემუშავება;
  • სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება.
  • კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
  • Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის ცოდნა;
  • სხვა დამატებითი გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ბრენდბუქისა და ტიპოგრაფიის სტანდარტების ცოდნა
  • კრეატიული აზროვნება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
  • კრეატიულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტური მართვა

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო ადგილი: ანა პოლიტკოვსკაიას 32
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 მდე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge. "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „გრაფიკული დიზაინერი ”.

შეტყობინება: "ბარაქა“ (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც „ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
„ბარაქა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც „ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/
გისურვებთ წარმატებებს!