საპროექტო - სამშენებლო კომპანია "როი ბ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ინჟინერ - ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე არქიტექტურული პროექტის, მშენებლობის დათვლისა და მისი განფასებისათვის.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტის მშენებლობის ღირებულების დათვლა და მისი განფასება.
- სამშენებლო ობიექტის მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო მასალების დათვლა, არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის შესაბამისად.
- სამშენებლო ობიექტის მშენებლობის კონტროლი, მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა. ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული თანხების შესაბამისად.
- სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსი სათანადო მიმართულებით;
- არქიტექტურულ პროექტისა და კონსტრუქციული პროექტის წაკითხვის, გააზრებისა და დათვლის უნარი.
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS office, განსაკუთრებით პროგრამა Excel).
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
- სამუშაო საათები: 10:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N155;
- ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1 000 ლარი. ხოლო გამოსაცდელი ვადის შემდგომ, შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@gmail.com.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს: www.roibgroup.ge
გისურვებთ წარმატებას!