სსიპ „იუსტიციის სახლი“ აცხადებს ვაკანსის ლაგოდეხის იუსტიციის სახლში სივრცის კონსულტანტის შესარჩევად. კონკურსი ცხადდება ერთ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ლაგოდეხის იუსტიციის სახლი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ანაზღაურება: 1095 ლარი
იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული. იუსტიციის სახლის ძირითად ფუნქციას მომხმარებლისათვის ერთი ფანჯრის პრინციპით, კომფორტულ გარემოში, მარტივი პროცედურებითა და მაღალი ხარისხით, სერვისების მიწოდება წარმოადგენს. შესაბამისად, მისი საქმიანობა მუდმივად მიმართულია მომსახურების ხარისხის განვითარებაზე, ხელმისაწვდომობის ზრდასა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზებაზე. მარტივი პროცედურებისა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვით, სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით, იუსტიციის სახლი მნიშვნელოვნად ამარტივებს მოქალაქეების ურთიერთობას სახელმწიფოსთან. ყოველდღიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ფილიალებში, 20 000-ზე მეტ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს 500 - მდე სერვისს აწვდის.
თუ გსურთ, გახდეთ იუსტიციის სახლის გუნდის წევრი, მზად ხართ განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მიჰყევით ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე https://www.hr.gov.ge/ და მისი საშუალებით გამოაგზავნეთ განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე - სივრცის კონსულტანტი ლაგოდეხის იუსტიციის სახლში
განცხადებების გაკეთების ბოლო ვადაა : 01.05.2025
განცხადებების გაკეთების ბოლო ვადაა : 01.05.2025