კომპანია "გეზ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
პროდუქტი:
პასუხისმგებლობები:
პროდუქტი:
- საავტომობილო და ინდუსტრიული საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, ავტოქიმია, ავტოკოსმეტიკა, ფილტრები, მუხრუჭები, სხვა ავტონაწილები და ავტოაქსესუარები.
პასუხისმგებლობები:
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებლისთვის, მყარი არგუმენტაციის გამოყენებით, პროდუქციის/მომსახურების სწორედ წარდგენა, პოპულარიზაცია და გაყიდვა.
- მომხმარებლების ხარჯ-სარგებლიანობის და საჭიროებების ანალიზის წარმოება მომხმარებლის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
- მომხმარებელთან ურთიერთობისას, პოზიტიური და ჯანსაღი თანამშრომლობის გარემოს დამყარება, განვითარება და შენარჩუნება.
- არსებულ/პოტენციურ მომხმარებელთან, ყოველდღიურ რეჟიმში სატელეფონო ზარების განხორციელება.
- არსებულ/პოტენციურ მომხმარებელთან, ყოველკვირეულ რეჟიმში შეხვედრების და ვიზიტების განხორციელება.
- მომხმარებლის პრობლემების დროული გადაწყვეტა, მომხმარებლის მხრიდან მაქსიმალური კმაყოფილების მისაღწევად.
- გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის და დადებითი შედეგების მიღწევა შეთანხმებული გრაფიკის ფარგლებში.
- გუნდის წევრებთან და კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის ასამაღლებლად.
- ტერიტორიის/ბაზრის პოტენციალის გაანალიზება, გაყიდვებზე და სიახლეებზე თვალყურის დევნა.
- პროდუქციის მიწოდების მენეჯმენტთან ერთად, მომხმარებელთა საჭიროებების, პრობლემების, ინტერესების, კონკურენტული საქმიანობისა და ახალი პროდუქტების, სერვისების პოტენციალის შესახებ პერიოდული მოხსენიება.
- გაყიდვების საუკეთესო პრაქტიკებზე და სარეკლამო ტენდენციებზე თვალყურის დევნება.
- მომხმარებლის გამოხმაურებაზე დაყრდნობით გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესება და პერსონალური განვითარება.
მოთხოვნები და უნარები:
- გაყიდვების წარმომადგენლად სამუშაო გამოცდილების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია.
- MS Office-ის საშუალო დონეზე ცოდნა.
- პროდუქტიული ბიზნეს პროფესიული ურთიერთობების დამყარების უნართან ერთად, სასურველია BRM და CRM პრაქტიკის შესახებ ცოდნა.
- უაღრესად მოტივირებული და მიზანმიმართული გაყიდვებისადმი.
- გაყიდვების, მოლაპარაკების და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები.
- პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მენეჯმენტი და ორგანიზაციული უნარები.
- აუდიტორიის საჭიროებებზე მორგებული პრეზენტაციების შექმნისა და წარდგენის უნარი.
- ურთიერთობის მართვის უნარები და ღიაობა უკუკავშირისთვის.
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს კომპანიის სამივე ფილიალში.
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
- კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.
პირობები:
- გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (კვირა დღე დასვენება)
- სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 სთ (შესვენება 1 საათი)
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + გაყიდვების პროცენტი. ყოველთვიური ხელფასი 2500-3500 ლარი.