მოლარე-ოპერატორი

ბათუმი სრული განაკვეთი ბრავიტონი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
გაყიდვები: მოლარე
კომპანია “ბრავიტონი” აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

შ.პ.ს. ბრავიტონი სამშენებლო მასალების, ძირითადად სამშენებლო მეტალის ერთერთი უმსხვილესი იმპორტიორია დასავლეთ საქართველოში უკვე 25 წელია. ჩვენ პროდუქცია შემოგვაქვს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან და გვიმუშავია მრავალ მსხვილ და მცირე პროექტებზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და მეგობრულ გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ადგილზე კვებას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შეკვეთის მიღება-გაფორმება;
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
  • მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება;
  • სხვადასხვა არხებით კლიენტებთან აქტიური კავშირი (ტელეფონი, ელ-ფოსტა, სოც. მედია);

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები ან მსგავსი მიმართულებით);
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რუსული ან სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • პროგრამა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • საქმის და დროის სწორი მენეჯმენტი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ლიდერული თვისებები;
  • ანალიტიკური უნარები.

მუშაობის გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00 - 18:00 (შესვენება 13:00-14:00)
მისამართი: ბათუმი, ლეონიძის 25ა | ბათუმი, ორბელიანის 24
ანაზღაურება: 1200

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@braviton.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.