"MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მოდურ ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და აქსესუარების ფართო არჩევანს.ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ გავხსენით 250-ზე მეტი მაღაზია დსთ-ს ქვეყნებში!ახლა კი, მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისშისამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილი, კალოუბნის 1სამუშაო განაკვეთი: სრულიხელფასი: 1000 ლარი + ბონუსიძირითადი მოვალეობები:- სალარო ოპერაციების წარმოება
- დოკუმენტაციის სრული ციკლის წარმოება
- კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა
- მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
- მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
- დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
- ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან თანამშრომლობა გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სასურველია ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელში მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია ინგლისური/ რუსული ენების ფლობა;
- სალარო პროგრამებთან/აპარატებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
- მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება
- განვითარების და სწავლის სურვილი
ჩვენ გთავაზობთ:- სტაბილურ შემოსავალს
- გამჭვირვალე საბონუსე სისტემას
- ტრენინგებს და კორპორატიულ ღონისძიებებს
- პროფესიულ განვითარებას
- მოსახერხებელ გრაფიკს
- სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს
- შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ- ფოსტაზე: megahand.geo@gmail.com და მიუთითოთ პოზიცია: "მოლარე- კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება, ან დაგვიკაშირდით ტელეფონზე: +995 591 750 019გისურვებთ წარმატებას!