მაღაზიის კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Megahand
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
"MEGAHAND" ევროპული მეორეული ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და აქსესუარების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელია.

"MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მოდურ ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და აქსესუარების ფართო არჩევანს.
ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ გავხსენით 250-ზე მეტი მაღაზია დსთ-ს ქვეყნებში!

ახლა კი, მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილი, კალოუბნის 1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: 900 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
  • მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
  • მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
  • მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან თანამშრომლობა გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია ინგლისური/ რუსული ენების ფლობა;

პიროვნული თვისებები:
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;a
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება
  • განვითარების და სწავლის სურვილი

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ შემოსავალს
  • გამჭვირვალე საბონუსე სისტემას
  • პროფესიულ განვითარებას
  • მოსახერხებელ გრაფიკს
  • სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს
  • შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ-ფოსტაზე: megahand.geo@gmail.com და მიუთითოთ პოზიცია: "მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება, ან დაგვიკაშირდით ტელეფონზე: +995 591 750 019
გისურვებთ წარმატებას!