მთავარი ბუღალტერი

კასპი სრული განაკვეთი GermanCement
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
კომპანია ,,ჯერმან ცემენტ ლტდ“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო საათები: 10:00-17:00
  • სამუშაო ადგილი: კასპი
  • აუცილებელია მითითებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო და წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება)

მოვალეობები:
  • კომპანიის სააღრიცხო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა;
  • ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება, საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
  • თვის დახურვის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი, ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების წარმოება და აღრიცხვა;
  • პერიოდული (ყოველთვიური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
  • სხვადასხვა ფინანსური რეპორტების წარმოება და წარდგენა მმართველ გუნდთან/დამფუძნებლებთან.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
  • Microsoft Office -ის პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი

კომპანია გთავაზობთ:
  • კვება,
  • კორპორატიული ნომერი,
  • ტრანსპორტირება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ინგლისურ ენაზე) მეილზე ferit.nuriyev@arkozsement.com, giorgi.jangveladze@arkozsement.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „მთავარი ბუღალტერი.“