"MEGAHAND" ევროპული მეორეული ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და აქსესუარების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელია."MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მოდურ ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და აქსესუარების ფართო არჩევანს.ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ გავხსენით 250-ზე მეტი მაღაზია დსთ-ს ქვეყნებში!ახლა კი, მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სადგურის მოედანი, გ. ცაბაძის 8ბსამუშაო განაკვეთი: სრულიხელფასი: 900 ლარი + ბონუსიძირითადი მოვალეობები:- კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
- მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
- მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სასურველია ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია ინგლისური/ რუსული ენების ფლობა;
პიროვნული თვისებები:- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა
ჩვენ გთავაზობთ:- სტაბილურ შემოსავალს
- გამჭვირვალე საბონუსე სისტემას
- პროფესიულ განვითარებას
- მოსახერხებელ გრაფიკს
- სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს
- შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ-ფოსტაზე: tbl2@m-hand.ru ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 591 09 82 82 და მიუთითოთ პოზიცია: "მაღაზიის კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.გისურვებთ წარმატებას!