"MEGAHAND" ევროპული მეორეული ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელია."MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მოდური ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ გავხსენით 250-ზე მეტი მაღაზია დსთ-ს ქვეყნებში!
MEGAHEND გიწვევთ სამუშაოდ მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ცაბაძის 8ბსამუშაო განაკვეთი: სრულიხელფასი: 1000 ლარი + ბონუსიძირითადი მოვალეობები:- კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა
- მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
- მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სასურველია ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია ინგლისური/ რუსული ენების ფლობა;
პიროვნული თვისებები:- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
ჩვენ გთავაზობთ:- სტაბილურ შემოსავალს
- გამჭვირვალე საბონუსე სისტემას
- პროფესიულ განვითარებას
- მოსახერხებელ გრაფიკს
- სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს
- შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტაზე: tbl2@m-hand.ru ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 591 09 82 82 და მიუთითოთ პოზიცია: "მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.გისურვებთ წარმატებას!