ექსპორტის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ნაბერაული ვაინს
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება
შპს ,,ნაბერაული ვაინსი“ მაღალი ხარისხით ღვინით 2020 წლიდან ოპერირებს   ბაზარზე. კომპანიის მიზანი,  ქართული ღვინის მრავალფეროვნების, უნიკალური და უიშვიათესი ქართული ვაზის ჯიშების შენარჩუნება და განვითარებაა. ნაბერაული ვაინსი საშუალო ზომის მეღვინეობაა რომელიც 35000-40000 ბოთლს აწარმოებს წლიურად, უმიზნებს, რომ შემდეგ 5 წელიწადში ეს რაოდენობა 100000 ბოთლამდე გაზარდოს. ნაბერაული ვაინსი გარდა საქართველოსა, აქტიურად ესწრაფვის ევროპისა და ამერიკის ბაზარს დაინტერესებული ღვინის ექსპორტზე გატანითა და ახალი საინტერესო პარტნიორების მოძიებით უცხო ქვეყნებში.
ჩვენ ვეძებთ ექსპორტის მენეჯერს:

ფუნქცია-მოვალეობები
  • საექსპორტო ბაზრის პოტენციალის კვლევა-შეფასება;
  • ბაზარზე შეღწევის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება;
  • ახალი კლიენტების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
  • მოლაპარაკებების წარმოება პროდუქციის შეთავაზებისა და ექსპორტის მიზნით;
  • გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ციკლის მხარდაჭერა/მონიტორინგი;
  • საექსპორტო ბაზრის შენარჩუნება და განვითარება;
  • პოტენციური და არსებული კლიენტების ინფორმირება კომპანიის სიახლეების, ახალი პროდუქციისა და მიღწევების შესახებ;
  • ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
  • რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია;
  • საოფისე პროგრამების Ms Word, Ms Excel მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის სწორი მენეჯმენტი;
  • გუნდური მუშაობა.

პირობები:
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
  • მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის 37ლ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მითითებულ მისამართზე: info@ibercompany.ge დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.