ცვლის მორიგე / ოპერატორი

მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
„ჯიაიჯი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიებს ცვლის მორიგისა და ოპერატორის პოზიციაზე უსაფრთხოების დეპარტამენტში

არსებითი პირობები:
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • სამუშაოს გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა 4 დღეში ერთხელ
  • ფიქსირებული ანაზღაურების გარდა, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
  • უსაფრთხოების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მკაფიო გამართული მეტყველების უნარი;
  • ოპერატორის პოზიციის შემთხვევაში, ვიდეო-მონიტორინგისათვის საჭირო IVMS და MULTIVIEW, ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;

კანდიდატი არსებითად მნიშვნელოვანია იყოს:
  • პუნქტუალური, დისციპლინირებული;
  • გაწონასწორებული, თავაზიანი და კეთილგანწყობილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და ატვირთეთ თქვენი რეზუმე. კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკვშირდებათ.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 22 მაისი. შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას.
განაცხადის ბმული: https://wkf.ms/3Dep0QO

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე work@giec.ge
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე