სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
თარიღები: 22 აპრ - 06 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მართვის მოწმობა: B
წარმოება/ოპერაციები:  ხარისხის კონტროლი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@orinabiji.ge
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციისსახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 სთ
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სურსათის უვნებლობის მართვის (HACCP) სისტემის მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის განახლებაში მონაწილეობა.
  • HACCP სისტემის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება და მიმდინარე პროცესების ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა.
  • წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით შიდა აუდიტის ჩატარება, შედეგების მიხედვით ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა დადგენილი ვადის შესაბამისად.
  • აუდიტის შედეგების შესაბამისად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
  • საჭიროების შემთხვევაში, სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათის ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშების აღება და მათი ტრანსპორტირება აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
  • ყოველდღიურ საჩივრებზე დროული რეაგირება: შეუსაბამო სურსათის იდენტიფიცირება, პარტიის ნომრის დადგენა, პროდუქციის გადამოწმება და გამომწვევი მიზეზების დადგენა, საჭიროების შემთხვევაში შეუსაბამო სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, კომუნიკაცია მომწოდებელთან და მომხმარებელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება სასურსათო ტექნოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ბიოლოგიის, ქიმიის მიმართულებით (სასურველია)
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სურსათის უვნებლობის მიმართულებით
  • აუცილებელია HACCP-ის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • სერტიფიკატები: ISO 22 000, FSSC; IFS (სასურველია)
  • სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცონდა (აუცილებელია)
  • MS Office: Excel
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გამართული კომუნიკაციის უნარი

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ „2 ნაბიჯის“ გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებელად მიუთითო ვაკანსიის დასახელება „სურსათის უვნებლობის სპეციალისტი“.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 06.05.2025

გისურვებთ წარმატებებს!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.