შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2024 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვების ანალიტიკოსი
ადგილმდებარეობა: ქვ. ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 2000-2500 (NET) + კვარტალური ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
- კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ის თანადაფინანსებას;
- სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
- მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
- 24 + 4 საშვებულებო დღეს;
- შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების პერფორმანსის ანალიზი;
ტენდენციების ანალიზი, მონაცემთა შეგროვება და კონსოლიდაცია;
კონკურენტების ფასების, მომსახურებების და აქციების ანალიზი;
- მონაცემთა ნაკადის მართვა:- ძირითადი კომერციული ინდიკატორების, როგორიცაა გაყიდვები, შემოსავალი და
სხვა კრიტიკული KPI-ების ყოველთვიური მონიტორინგი;
სატნდარტით შექმნილი მოდელები და პრეზენტაციები:
სტანდარტული მოდელების და PowerPoint შაბლონების შექმნა ახალი,
პოტენციური ბაზრების ათვისების და ჩატარებული კამპანიების შესაფასებლად.
მუშაობა SQL ინსტალაცია და გარემოს გამართვა.
ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სტრუქტურირებული და ვიზუალურად მიმზიდველი პრეზენტაციების შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- SQL-ის ცოდნა;
- ERP და CRM სისტემებთან მუშობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდდა B1 დონეზე;
- ანალოგიურ,ან, მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება ;
- ავტომანქანის ნაწილების შეკვეთების/მარაგების და სხვა მსხვილი მოცულობის მონაცემების დამუშავების გამოცდილება სასურველია;
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის ეფექტურად მართვა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პუნქტუალურობა.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება შერჩევის განყოფილების წარმომადგენელთან;
- გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადი შემდეგ ლინკზე: გამოხმაურების ფორმა
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
ავტოტექნოს შერჩევის გუნდის საკონტაქტო:
ელ.ფოსტა: career@autotechno.ge
გისურვებთ წარმატებასა და კარიერულ წინსვლას!
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!