შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2024 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
ვაკანსია: შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზრაურება: 4000 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი)
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
- კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ის თანადაფინანსებას;
- სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
- მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
- 24 + 4 საშვებულებო დღეს;
- შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.
ძირითადი ფუნცია-მოვალეობები:
- შესყიდვების და ლოჯისტიკის პროცესების მართვა, დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
- ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესყიდვების და ტრანსპორტირების დაგეგმვა;
- ადგილობირივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა, ახალი მომწოდებლების მოძიება, ხარჯების ოპტიმიზაცია სერვისის/პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებით;
- შესყიდვის სრული ცილკის დაგეგმვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და მოთხოვნა მომწოდებლებისგან;
- სატრანსპორტო კომპანიებთან პროცესების კოორდინაცია;
- შესყიდვების განყოფილების ადამიანური რესურსის მართვა და სამუშაოების მოცულობის თანაბრად დელეგირება;
- კომპანიის შესყიდვების და ტრანსპორტირების საქმიანობის გამართულად და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ;
- კონკურენტული ბაზრის შესწავლა/ანალიზი;
- ნაშთების და მარაგების კონტროლი, ნაშთების ოპტიმიზაცია, ანალიტიკის წარმოება;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- უცხო ენის ცოდნა : ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
- სამუშაო გამოცდილება :მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 5 წლიანი სამუშო გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Excel, 1C სისტემები, PPT მაღალ დონეზე ფლობა.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
- დაგეგმვის და პროგნოზირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დედლაინებთან მუშობის უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- კომუნიკაციის მართვის უნარი;
- ფორს-მაჟორულ სიტუაციებში სწრაფად რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება შერჩების განყოფილების წარმომადგენელთან;
- გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადი შემდეგ ლინკზე: გამოხმაურების ფორმა
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
ავტოტექნოს შერჩევის გუნდის საკონტაქტო:
დაინტერესესბის შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV: career@autotechno.ge
გისურვებთ წარმატებასა და კარიერულ წინსვლას!
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!