ელექტრონული კომერციის კოორდინატორი
თარიღები: 17 აპრ - 16 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  მონაცემთა დამუშავების ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@orinabiji.ge
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.  
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით. 
„2 ნაბიჯი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე  თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.   
მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის კოორდინატორის პოზიციაზე ქ.თბილისში 
სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 
 
ბენეფიტები: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • სატელეფონო ლიმიტი; 
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • ელექტრონული კომერციის ყოველდღიური ოპერაციების მხარდაჭერა და კოორდინაცია, პროცესების შეუფერხებელი და ეფექტური მიმდინარეობის უზრუნველყოფის მიზნით; 
  • ყოველდღიური ოპერაციების სტანდარტიზაციის პროცესში ჩართულობა, სახელმძღვანელოების შემუშავება და შემდგომ პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა , უზრუნველყოფა და მონიტორინგი; 
  • ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან და გარე პარტნიორებთან (ბანკები, გადახდის პროვაიდერები, პროდუქციის მომწოდებლები) კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა კამპანიების (ინსენტივები, რეფერალური სისტემები, ონლაინ აქციები და სხვა.) დაგეგმვის, განხორციელების, პროცესის მართვისა და შედეგების ანალიზის მიზნით. 
  • კონკურენტების ანალიზი და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, შედეგების პერიოდულად წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • ავტომატიზაციის პროცესებთან დაკავშირებული დავალებების მონიტორინგი, საჭირო ინფორმაციის წარდგენა ხელმძღვანელისთვის და დამტკიცებული ამოცანების კოორდინაცია IT გუნდთან; 
  • Task Management სისტემის მართვა, ელექტრონული კომერციის გუნდის მიმდინარე დავალებების ეფექტიანად ორგანიზებისა და პროცესების მონიტორინგის მიზნით; 
  • უშუალო ხელმძღვანელის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში; 
 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავს სფეროში 
  • მინიმუმ 1 წლიანი პროფესიული გამოცდილება ელექტრონული კომერციის ოპერაციებში, მენეჯმენტში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.  
  • Ms office (Word, Excel, Powerpoint) 
  • სასურველია e commerce-ის პლათფორმების ცოდნა.  
  • ინგლისური ენის ცოდნა 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge  
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  30 აპრილი. 2025 წელი. 
 
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში. 
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.  
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“. 
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 
 
მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი”  მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!