საბაჟო ოპერაციების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი არომაპროდუქტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საბაჟო
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას ,გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას .ჩვენ ვმართავთ 
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში,თანამედროვე 
ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში,  საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან  საქართველოს  ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში  წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით. 
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები,კანადა, ავსტრალია, იაპონია,  ისრაელი,არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა,  და ა.შ. 
 
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი 
ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს 
საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით. 
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com    ან Facebook გვერდზე  georgias natural                                                                               
                                                                               
არომაპროდუქტი/Georgia’s Natural აცხადებს ვაკანსიას  ლოგისტიკის  დეპარტამენტში საბაჟო ოპერაციების სპეციალისტი 
სამუშაო  ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 17მ 
სამუშაო საათები:09:30-18:30 
დასვენება: შაბათი კვირა 
 
ფუნქცია მოვალეობები: 
  • ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა საბაჟოზე; 
  • საქონლის კლასიფიკაციის მიხედვით (HS კოდები) დაბეგვრის რეჟიმის განსაზღვრა;  
  • შიდა გადამუშავების საბაჟო რეჟიმისთვის საჭირო  დოკუმენტაციის მომზადება; 
  • წარმოშობის სერტიფიკატების (EUR.1, და სხვ.), ფიტოსანიტარული  და სხვა დოკუმენტაციის მართვა; 
  • საბაჟო გადასახადებისა და დღგ-ს გამოთვლა და გადახდის პროცესის კონტროლი; 
  • ტვირთის შესაბამისობის შემოწმება სასაქონლო დოკუმენტაციასთან მიმართებაში; 
  • საბაჟო დოკუმენტაციის  აღრიცხვა და  დაარქივება; 
  • პერიოდული რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ბაკალავრის ხარისხი ლოგისტიკის, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის, საერთაშორისო ვაჭრობის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;  
  • საბაჟო რეგულაციების, იმპორტის/ექსპორტის პროცედურების და ოპერაციების ცოდნა; 
  • საბაჟო დოკუმენტაციის, მათ შორის იმპორტის/ექსპორტის დეკლარაციების, წარმოშობის სერტიფიკატებისა და განბაჟების ფორმების ცოდნა; 
  • ინგლისური ენის B2 დონეზე  ცოდნა; 
  • ASYCUDA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.  

დამატებითი მოთხოვნები: 
  • საკუთარი ავტომობილი  

თვისებები რომელიც დაგეხმარებათ  ჩვენს გუნდში სამუშაოდ: 
  • პოზიტიური აზროვნება; 
  • ორგანიზებულობა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნება 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პუნქტუალურობა. 
 
 
 
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, 
გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: ap.hr@georgiasnatural.com  და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ საბაჟო ოპერაციების სპეციალისტი. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს “არომაპროდუქტი”-ს მიერ (ს/ნ: 200002362; იურ. მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ, საფოსტო ინდესი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: career@georgiasnatural.com ; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.