საკონდიტრო კომპანია „ჯორჯიან ბეიქერს“-ი 2008 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცეს უწყვეტად განაგრძობს. ჩვენ გთავაზობთ როგორც ფხვიერი და შოკოლადიანი, ასევე სნექებს მრავალფეროვან ასორტიმენტს სრული საქართველოს მასშტაბით.
შპს „ჯორჯიან ბეიქერს“-ი აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე:
სამუშაო გრაფიკი: სრული.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, ჰუალინგ პლაზას მიმდებარედ;
- სამუშაო საათები: 09:00-18:00 კვირაში 5 დღე, შაბათ-კვირა დასვენების დღე;
- ანაზღაურება: 1300 ლარი ფიქსირებული + საბონუსე სისტემა;
მოთხოვნები:
- საკუთარი მიკრო ავტობუსი (Ford Transit-ის კომბოს მსგავსი)
- მართვის მოწმობა B კატეგორია
- ხალხთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
- შრომისუნარიანობა, ორგანიზებულობა, ენერგიულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებსა და კაფე-რესტორნებში;
- შესყიდვების განხორციელება;
- მივლინებაში წასვლა ქუთაისსა და ბათუმში;
- ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე Hr@coffeesta.com
გთხოვთ სათაურის ველში-subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
შპს „ჯორჯიან ბეიქერს“-ი მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისათვის!