ელექტრონული კომერციის ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: მონაცემთა დამუშავების ოპერატორი
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
„2 ნაბიჯი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის ანალიტიკოსის პოზიციაზე ქ.თბილისში

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სატელეფონო ლიმიტი;

ძირითადი ფუნქციები:
  • მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი ელექტრონული კომერციის, ბიზნესის განვითარებისა და საოპერაციო მუშაობის გაუმჯობესებისათვის;
  • ბიზნესის განვითარებისა და ოპერაციული პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.
  • სხვადასხვა წყაროდან მონაცემების შეგროვება და წინასწარი დამუშავება;
  • მომხმარებლის ქცევის, გაყიდვების, ოპერაციებისა და მარაგების მართვასთან დაკავშირებული პროგნოზირების მოდელების შემუშავება.
  • ინტერაქტიული რეპორტებისა და ვიზუალიზაციების შექმნა ელექტრონული კომერციის ძირითადი მეტრიკებისა და შესრულების ინდიკატორების (KPI) წარსადგენად.
  • მონაცემთა ანალიზის შედეგებისა და დასკვნების ვიზუალიზაცია გასაგები და ეფექტური ფორმით.
  • მჭიდრო თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან, რათა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მონაცემების მოგროვება, სტრუქტურირება და გამოყენება იყოს მაქსიმალურად ეფექტური

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტის სტატუსი
  • მინიმუმ 1 წლიანი პროფესიული გამოცდილება მონაცემთა ანალიზის, ბიზნეს ანალიტიკის, ფინანსური ან ციფრული პროდუქტების ანალიტიკის, ან მომხმარებელთა ქცევის ანალიზის მიმართულებით.
  • მონაცემთა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა და გამოყენების გამოცდილება (მაგ: Microsoft Excel - advanced დონეზე, Power BI)

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 აპრილი. 2025 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!