„4ჰოსპიტალსი“ სამედიცინო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2014 წელს და ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. „4ჰოსპიტალსი“ არის მრავალი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, რომლის განაცხადია, ხარისხი - პროცესის თითოეულ ეტაპზე’’, შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს
კომპანია
4Hospitals ეძებს კვალიფიციურ
სამედიცინო ინჟინერსრომლის უმთავრესი ფუნქციები და მოვალეობებია:
- კომუნიკაციის წარმართვა სამედიცინო ტექნიკისა და აპარატურის მომწოდებელ პარტნიორებთან, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით;
- მათგან მიღებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და აღწერილობების დეტალურად შესწავლა და აპარატურის ექსპლუატაციაში ჩაშვების პროცესის მხარდაჭერა;
- კლიენტი ორგანიზაციებისთვის ტექნიკისა და აპარატურის მიწოდებისა და ინსტალაცია-მონტაჟის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის მიერ იმპორტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების დეტალური შესწავლა და აქტიური მონაწილეობის მიღება პარტნიორი კლიენტების ტრეინინგებში;
- კლიენტი ორგანიზაციების მუდმივი მხარდაჭერა აპარატურის ტექნიკური პრობლემების ოპერატიული მოგვარების საკითხებში;
- საგარანტიო სერვისის უზრუნველყოფა კომპანიის კლიენტი ორგანიზაციებისათვის და მათთვის პროგრამული განახლების მუდმივი უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა ტექნიკისა და აპარატურის შეკეთება და საჭიროებისას კლიენტთან კომუნიკაციის პროცესში აქტიური ჩართულობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- შესაბამისი ტექნიკური და პროფესიული განათლება;
- სამედიცინო ტექნიკასა და აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
- რთული ტექნიკური პრობლემების მოგვარების გამოცდილება;
- ტექნიკური ტერმინოლოგიის მაღალ დონეზე ცოდნა;
- პუნქტუალურობა;
- ორიენტაცია კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე;
- მიღებული დავალებებისადმი მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომა.
ასევე სასურველია:
- ინგლისური და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პირადი ავტომობილისა და მართვის მოწმობის (B კატეგორია) ფლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზვანეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:
vacancy@4hs.ge არა უგვიანეს 2025 წლის 17 მაისისა.გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!