სამედიცინო ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი 4Hospitals
მივლინება: არა
განათლება: პროფესიული კოლეჯი ენები: ინგლისური
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: სამედიცინო აპარატურის სპეციალისტი
„4ჰოსპიტალსი“ სამედიცინო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2014 წელს და ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. „4ჰოსპიტალსი“ არის მრავალი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, რომლის განაცხადია, ხარისხი - პროცესის თითოეულ ეტაპზე’’, შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს

კომპანია 4Hospitals ეძებს კვალიფიციურ სამედიცინო ინჟინერს

რომლის უმთავრესი ფუნქციები და მოვალეობებია:
  • კომუნიკაციის წარმართვა სამედიცინო ტექნიკისა და აპარატურის მომწოდებელ პარტნიორებთან, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით;
  • მათგან მიღებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და აღწერილობების დეტალურად შესწავლა და აპარატურის ექსპლუატაციაში ჩაშვების პროცესის მხარდაჭერა;
  • კლიენტი ორგანიზაციებისთვის ტექნიკისა და აპარატურის მიწოდებისა და ინსტალაცია-მონტაჟის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის მიერ იმპორტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების დეტალური შესწავლა და აქტიური მონაწილეობის მიღება პარტნიორი კლიენტების ტრეინინგებში;
  • კლიენტი ორგანიზაციების მუდმივი მხარდაჭერა აპარატურის ტექნიკური პრობლემების ოპერატიული მოგვარების საკითხებში;
  • საგარანტიო სერვისის უზრუნველყოფა კომპანიის კლიენტი ორგანიზაციებისათვის და მათთვის პროგრამული განახლების მუდმივი უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა ტექნიკისა და აპარატურის შეკეთება და საჭიროებისას კლიენტთან კომუნიკაციის პროცესში აქტიური ჩართულობა.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • შესაბამისი ტექნიკური და პროფესიული განათლება;
  • სამედიცინო ტექნიკასა და აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
  • რთული ტექნიკური პრობლემების მოგვარების გამოცდილება;
  • ტექნიკური ტერმინოლოგიის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორიენტაცია კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე;
  • მიღებული დავალებებისადმი მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომა.

ასევე სასურველია:
  • ინგლისური და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პირადი ავტომობილისა და მართვის მოწმობის (B კატეგორია) ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, 
  • კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს, რომელიც ითვალისწინებს ფიქსირებულ და საბონუსე სისტემით განსაზღვრულ სახელფასო რეინჯს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე; 
  • ასევე, შრომის ანაზღაურების ზრდისა და პოზიციური წინსვლის პერსპექტივას;

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზვანეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge არა უგვიანეს 2025 წლის 17 მაისისა.
გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.

4Hospitals გისურვებთ წარმატებას!